დღე მეექვსე
მეექვსე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით.განვიხილეთ ბუკლეტები და პრეზენტაციები.ჩემ მიერ დამზადებულ ბუკლეტსა და სლაიდ შოუს გამოვიყენებ პროექტისთვის,ბუკლეტს წინასწარ დავურიგებ პროექტისთვის მოწვეულ სტუმრებს,სლაიდ შოუს გავაკეთებ პროექტის მსვლელობისას.
შევედით სახელძღვანელოს მეხუთე მოდულის მეორე აქტივობაში- მოსწავლეთა პროექტების შეფასება, სადაც განვიხილეთ შეფასების ცხრილი ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე. გავაანალიზეთ, რომ 4-3-2-1 შეფასება სხვა შეფასებისგან განსხვავდება და საუკეთესოა ,კარგი იქნება მოსწავლეთა შეფასებისას.შემდეგ შევედით გუგლ დრაივში (ელექტრონულ მეხსიერებაში),რომელიც მიბმულია ბლოგზე და გავხსენი შეფასების პაპკა და შევქმენი ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე ცხრილი.ყველა ჩამოშლილი ფანჯარა სათითაოდ განვიხილეთ.
შემდეგ მივიღეთ დავალება რეფლექსია დღევანდელი დღისა და შევავსოთ კოლაბორაციული და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
დც
No comments:
Post a Comment